ფლორენციიდან (იტალია), რომუალდო დელ ბიანკოს ფონდის პრეზიდენტმა კარლოტა დელ ბიანკომ ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის რექტორი პროფესორი თამარ გარდაფხაძე ოფიციალურად მიიწვია ფლორენციის საერთაშორისო ფესტივალის „მსოფლიო ფლორენციაში“ (2022 წლის 16-18 ნოემბერი) პარტნიორობისა და პატრონაჟისათვის.
ფესტივალი მიზნად ისახავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საჯარო ადმინისტრაციების აქტივობის გაზრდას მთელ მსოფლიოში, საკუთარი ქვეყნის მიმართ ცნობიერების ამაღლების საქმეში.
ფესტივალი აგრძელებს საკუთარი მიზნების რეალობად ქცევას – სხვადასხვა ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების, ადგილობრივი ადმინისტრაციებისა და ახალგაზრდების წახალისებას, ხელი შეუწყონ თავიანთი ქვეყნის საერთაშორისო მიმზიდველობას ტურისტული და კულტურული კუთხით; აგრეთვე, ინფორმირებულობას, ინკლუზიურობასა და ინტერკულტურულ დიალოგს ადგილობრივ და ვიზიტორთა თემებს შორის.
პარტნიორობა და პატრონაჟი, გარდა ფესტივალის ორგანიზებაში ჩართულობისა, ითვალისწინებს ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის სახელისა და ლოგოს ავტორიზაციას და გამოყენებას ყველა დოკუმენტში, პუბლიკაციაში, ვებ-გვერდსა და სოციალურ მედიაში იმ პრესტიჟულ ორგანიზაციებთან ერთად, რომლებიც ჩართულნი არიან ფესტივალში.