გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა ევროკავშირის პროექტის – „EU4 Environment“-ის ფარგლებში, მსოფლიოს წამყვანი საგანმანათლებლო პლატფორმის მწვანე ეკონომიკის სასერტიფიკატო კურსზე მიღება განაახლა: https://unccelearn.org/course/view.php?id=123

საერთაშორისო პლატფორმაზე განთავსებული მწვანე ეკონომიკის კურსი მოიცავს 5 ქართულენოვან მოდულს ინტერაქტიული გაკვეთილებით, ვიდეორგოლებით, დავალებებითა და კითხვარებით, რომელთა წარმატებით დასრულების შემთხვევაშიც მონაწილე მიიღებს სერტიფიკატს.

მსოფლიოს წამყვანი საგანმანათლებლო პლატფორმის მწვანე ეკონომიკის სასერტიფიკატო კურსი არის უფასო და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის/სტუდენტისათვის.

დამატებითი ინფორმაციისთვის საკონტაქტო პირია ნათია ბლიაძე  – გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის პროექტის კოორდინატორი (მობ.: 598218285; ელ-ფოსტა: natela.bliadze@eiec.gov.ge).

დამატებითი ინფორმაცია კურსის შესახებ იხილეთ ბმულზე – https://elibrary.mepa.gov.ge/Ge/Library/Details/7075/

სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების ცენტრი გისურვებთ წარმატებას!