🔰სასწავლებლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტებს მიულოცეს გაზაფხულის სემესტრის დაწყება და უსურვეს წარმატებები. დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს შიდა რეგულაციების, მარეგულირებელი წესებისა და ეთიკის კოდექსის შესახებ.

🔰სტუდენტებთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ნიუ უნის ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის, ადმინისტრაციის, ხარისხის უზრუნველყოფის, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურების, სტუდენტთა კარიერული ხელშეწყობის ცენტრის წარმომადგენლები და პროფესორები.