ძვირფასო პირველკურსელებო, გილოცავთ თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპს – სტუდენტობას! გისურვებთ, რომ ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნიში გატარებული წლები გახდეს თქვენი წარმატებული მომავლის გარანტი.

შეგახსენებთ, რომ ადმინისტრაციული რეგისტრაცია დაიწყება მიმდინარე წლის 1 სექტემბერს და გაგრძელდება 9 სექტემბრის ჩათვლით.
გთხოვთ, რეგისტრაციისთვის წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
✅ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
✅ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის – პასპორტის ასლი (დედანის წარმოდგენით);
✅ 2 ფოტოსურათი 3X4-ზე და ელექტრონული ვერსია (CD-ზე);
✅ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა);
✅ ადმინისტრაციული რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (ბანკის ქვითარი)
✅ განცხადება რექტორის სახელზე (იხ. ლინკი: https://cutt.ly/VCeTM0X)

საბანკო რეკვიზიტები
“ბაზის ბანკი”
ანგარიშის ნომერი: GE08BS0000000046636940

დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ:
+995 592 11 11 00
+995 593 91 28 91

info@newuni.edu.ge
www.newuni.edu.ge
სამუშაო საათები: 10:00 სთ – 17:00 სთ

დოკუმენტაცია შეგიძლიათ წარმოადგინოთ ადგილზე მოსვლით ან გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: info@newuni.edu.ge

გისურვებთ წარმატებებს!
მის: გ.ჭყონდიდელის 56, თბილისი, საქართველო