თიბისის თბილისის ფილიალი იწვევს ანაზღაურებად სტაჟირებაზე ბიზნეს დაკრედიტების მიმართულებით.
პროგრამის ფარგლებში სტაჟიორები ისწავლიან:
საბანკო პროდუქტებსა და პროცედურებს;
მომსახურების სტანდარტებს;
შეიძენენ გაყიდვების უნარებს და გამოცდილებას;
ფიქსირებული ანაზღაურების გარდა, ექნებათ შესაძლებლობა დამატებით გამოიმუშავონ გაყიდვების საკომისიო (ბონუსი)
დაკრეტიტების სტაჟიორის როლზე პროგრამის ხანგრძლივობაა: 3-დან 6-თვემდე. წარმატებული სტაჟიორები დასაქმდებიან ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტის პოზიციაზე.
რეზიუმეების გამოგზავნა შესაძლებებლია მითითებულ ლინკზე:
სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების ცენტრი გისურვებთ წარმატებას
კომენტარები