ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ერთობლივი პროფესორ-მასწავლებელთა კონფერენცია თემაზე: ,,მდგრადი ტურიზმი – ეკონომიკის ხელშემწყობი ფაქტორი“. კონფერენცია ჩატარდება 2022 წლის 25 ივნისს ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე.
საორგანიზაციო კომიტეტი:
თამარ გარდაფხაძე – რექტორი, პროფესორი /ნიუუნი/;
მანანა ალადაშვილი – პროფესორი /ნიუუნი/;
ნოდარ გრძელიშვილი – აფილირებული პროფესორი /ნიუუნი/;
ნანა ციხისთავი – აფილირებული პროფესორი /ნიუუნი/;
ნატა სულთანიშვილი – /დაცული ტერიტორიების სააგენტო/;
დავით იოსებაშვილი – /დაცული ტერიტორიების სააგენტო/;
კონფერენციის/სამუშაო დღის განრიგი:
08:00 – გამგზავრება დედოფლისწყაროში – გასვლა ნიუუნიდან;
11:00 – კონფერენციის გახსნა;
11:00 – 14:00 კონფერენციის მსვლელობა – მოხსენებები;
14:00 კონფერენციის დახურვა / შეჯამება;
14:00 კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატის გადაცემა;
14:00 – 15:00 ლანჩი;
15:00 – 18:00 ექსკურსია (არწივის ხეობაში ორხიდიანი მანქანებით მგზავრობა; წმ. ელია თეზბიტელის ეკლესია; ხორნაბუჯის ციხე-სიმაგრე და ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქია);
19:00 – 21:00 გამომგზავრება თბილისში.
თეზისები მიიღება 2022 წლის 15 ივნისის ჩათვლით, ელ – ფოსტაზე: n.tsikhistavi@newuni.edu.ge, გაფორმების წესის შესაბამისად:
ენა: ქართულ და ინგლისურ ენაზე, ორთოგრაფიული, სტილისტური და გრამატიკული შეცდომების გარეშე;
რედაქტორის პარამეტრები – MS Word;
ფურცლის ფორმატი – A4;
ველი: ზევით-ქვევით – 2 სმ; მარჯვნივ-მარცხნივ – 2სმ.
შრიფტი – Sylfaen ქართული ტექსტებისთვის და Times New Roman ინგლისური ტექსტებისთვის;
სტილი: Normal და შრიფტი 12;
სტრიქონებს შორის მანძილი -1,5;
მოცულობა -100 სიტყვა;
თეზისები დაიბეჭდება იმფაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალში ,,დიპლომატია და სამართალი“
კომენტარები