2022 წლის 18 მაისს ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის, აფილირებული პროფესორი ნოდარ გრძელიშვილის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა სტუმარმასპინძლობის საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენლებთან.

შეხვედრის ფარგლებში ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის რექტორმა, პროფესორმა თამარ გარდაფხაძემ და სტუმარმასპინძლობის საერთაშორისო ინსტიტუტის  პროფესორმა გერალ ვეტცელმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებში ნიუუნის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები პროგრამით გათვალისწინებულ პრაქტიკის კომპონენტს გერმანიის წამყვან სასტუმროებში გაივლიან.

სამუშაო შეხვედრაში, გარდა ზემოაღნიშნილი პირებისა, მონაწილეობდნენ ნიუუნის  ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ივანე სეხნიაშვილი, საერთაშრისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი ნანა ციხისთავი, სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ნათია ჩიხიაშვილი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. სამუშაო შეხვედერის ფარგლებში განიხილეს ტურიზმის პროგრამის განვითარებასა და სტუდენტთა მხარდაჭერაზე ორიენტირებული შემდგომი ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები.