ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის დელეგაცია რექტორის, პროფესორ თამარ გარდაფხაძის ხელმძღვანელობით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან ერთად, იმყოფება ფლორენციაში /იტალია/, საერთაშორისო ფესტივალზე „მსოფლიო ფლორენციაში“ /16-18 ნოემბერი/.   ფესტივალის ფარგლებში, ნიუუნის შუამდგომლობით, ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს რომუალდო დელ ბიანკოს ფონდთან.

2021 წელს ნიუუნის მიერ ფესტივალზე სწორედ ქვემო ქართლის რეგიონი იქნა წარდგენილი.