ამ წუთებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით საკრებულოში “საქართველოს უნივერსიადა 2022”-ის, “ევროპის უნივერსიადა 2022”-ისა და “მსოფლიო საუნივერსიტეტო თასი საბრძოლო სპორტის სახეობებში” გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოვების ღონისძიება მიმდინარეობს, რომელსაც საკრებულოს წევრებთან და სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებიან ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის რექტორატისა და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები.