ახალი უმაღლესი სასწავლებელი განაგრძობს საქართველოს რეგიონების სკოლების მე-12 კლასის მოსწავლეებთან შეხვედრებს.
ნიუ უნის წარმომადგენლებმა დღეს ხაშურისა და სურამის სხვადასხვა სკოლის უფროსკლასელებს გააცნეს სასწავლებლის დაარსების ისტორია, ნიუ უნის ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის სტრუქტურა, აგრეთვე ბიზნესის ადმინისტრირების, ტურიზმისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით არსებული სასწავლო პროგრამები.
ხაშურის მე-7 საჯარო სკოლას წარჩინებული მოსწავლის, ამჟამად ნიუ უნის სტიპენდიანტის ნინი მჭედლიძის აღზრდისათვის მადლობის სიგელი გადეცა.
ნიუ უნის ტრადიციული საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რაიონებში გრძელდება.