ახალი უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენელთა შეხვედრები საქართველოს რეგიონების სკოლების მე-12 კლასის მოსწავლეებთან გრძელდება.
დღეს ნიუ უნის წარმომადგენლებმა ოზურგეთის სხვადასხვა სკოლის უფროსკლასელებს შეხვდნენ, მათ გააცნეს სასწავლებლის ისტორია, აგრეთვე ნიუ უნის ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის სტრუქტურა. გურიაში გამართულ შეხვედრაზე მოსწავლეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ბიზნესის ადმინისტრირების, ტურიზმისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით არსებული სასწავლო პროგრამების შესახებ.