ახალ უმაღლეს სასწავლებელში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა სასწავლო პროცესის მართვის სისტემასთან დაკავშირებით. სტუდენტებს დეტალურად განემარტათ სისტემის ფუნქციური შესაძლებლობები.

სერვისი მოიცავს: სტუდენტების რეესტრს, სტუდენტის აკადემიური მოსწრების ინფორმაციის შეტანა/დამუშავებას, სასწავლო კურსების, რეესტრს (კრედიტი, წინაპირობა), საგანმანათლებლო პროგრამების კატალოგს, სილაბუსების ატვირთვას, ლექტორის სტუდენტის, ინდივიდუალურ პანელს. ზემოთ აღნიშნულ ინფორმაციაზე შეტანის შედეგად სისტემა ამუშავებს მონაცემებს და იძლევა შედეგებს: სხვდასხვა საბეჭდი ფორმები (ნიშნების ფურცელი, ცნობა, ფორმა 26, უწყისი) სტატისტიკური რეპორტები, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით სტუდენტს საკუთარ გვერდზე აქვს შესაძლებლობა სრულად გაეცნოს მის საგანმანათლებლო პროგრამას, ჰქონდეს ინფორმაცია საკუთარ აკადემიურ შეფასებაზე, ნახოს სასწავლო კურსების სილაბუსები. აღნშნული სერვისი ასევე მოიცავს აკადემიურ რეგისტრაციას, სტუდენტის აკადემიური თავისუფლების ხელშეწყობის მიზნით სისტემა აძლევს საშუალებას სტუდენტებს თავად დაგეგმონ აკადემიური კალენდარი, დარეგისტრირდნენ სასურველ დროს და სასურველ სასწავლო კურსებზე (რასაც ითვალისწინებს სტუდენტის სასწავლო პროგრამა, სასწავლო კურსების წინაპირობების დაცვით). სასწავლო პროცესის სერვისში გათვალისწინებულია პროფესორ/მასწავლებლების რეესტრი სადაც ასახულია პროფესორ/მასწავლებლების პირადი მოანცემები და აკადემიური თანამდებობები. სერვისი აძლევს პროფესორ/ მასწავლებლებს სტუდენტებს მისცენ დავალებები ელქტრონულად და აუტვირთონ სხდავსხვა ელექტრონული დოკუმენტაცია.