ახალ უმაღლეს სასწავლებელში გაიმართა გაფართოებული სხდომა, სადაც განიხილებოდა ახალი უმაღლესი სასწავლებლის “ხედვა, მისია, მიზნების და ღირებულებების” განახლებული რედაქცია. ასევე ახალი უმაღლესი სასწავლებლის “2018-2024 წწ. სტრატეგიული განვითარების გეგმის ( 7 წლიანი) და 2018- 2020 წწ. სამოქმედო გეგმის (3 წლიანი)” განახლებული რედაქცია.  სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ესწრებოდნენ ნიუ უნის რექტორატის, ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის, ადმინისტრაციის, ხარისხის უზრუნველყოფის, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურებისა და სტუდენტთა კარიერული ხელშეწყობის ცენტრის წარმომადგენლები, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელები და განმახორციელებელი პერსონალი, სტუდენტები, კურსდამთავრებულები და პოტენციური დამსაქმებლები, აგრეთვე სასწავლებლის მიერ მოწვეული საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრას ნიუ უნის რექტორი, პროფესორი თამარ გარდაფხაძე უძღვებოდა.