იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო JICA გრძელვადიანი პროექტის “SDG Global Leader JFY (2021-2023)” ფარგლებში გთავაზობთ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს.
პროგრამის მიზანია მდგრადი განვითარების სფეროში ლიდერებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგნელების მომზადება, რისთვისაც დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს ისწავლონ იაპონიის უნივერსიტეტებში.
JICA საქართველოს ოფისში საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 6 ნოემბერი.
დაინტერესების შემთხვევაში შეთავაზებული პროგრამისა და განაცხადის წარდგენის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს.
მობ: 555 79 67 41 ნანა ციხისთავი