ახალი უმაღლესი სასწავლებელი  აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად, შემდეგი სწავლის სფეროებისა და რაოდენობების შესაბამისად:

საერთაშორისო ურთიერთობები:

პროფესორი –  2 საშტატო ერთეული;

ასოცირებული პროფესორი –  2  საშტატო ერთეული.

ასისტენტ-პროფესორი –  1 საშტატო ერთეული.

ბიზნესის ადმინისტრირება:

პროფესორი –  2 საშტატო ერთეული;

ასოცირებული პროფესორი –  5  საშტატო ერთეული.

ასისტენტ-პროფესორი –  2  საშტატო ერთეული.

ტურიზმი:

პროფესორი – 1 საშტატო ერთეული.

ასოცირებული პროფესორი –  1  საშტატო ერთეული.

  1. პროფესორის თანამდებობაზე უვადოდ შეიძლება აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 (ექვსი) წლიანი გამოცდილებით და განსაკუთრებული პროფესიული ან/და სამეცნიერო მიღწევებით; ხოლო პროფესორის თანამდებობაზე 5 წლის ვადით შეიძლება აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, სამეცნიერო – პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 (ექვსი) წლიანი გამოცდილებით.
  2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება აირჩეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილებით.
  3. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება აირჩეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული  ხარისხის მქონე პირი.
  4. კონკურსის ვადები:
  • საკონკურსო საბუთების მიღება: 24.11.2020 – 27.11.2020;
  • კონკურსის I ეტაპი – საკონკურსო საბუთების განხილვა – შერჩევა: 30.11.2020 – 04.12.2020;
  • კონკურსის I ეტაპის შედეგების კონკურსანტებისათვის გაცნობა: 07.12.2020
  • კონკურსის II ეტაპი – საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება – /სილაბუსის პრეზენტაცია; საჯარო ლექციის წაკითხვა; სწავლების და/ან კვლევის კონცეფციის წარდგენა /: 08.12.2020 – 10.12.2020;
  • კონკურსის საბოლოო შედეგების საჯაროდ გამოცხადება:არაუგვიანეს 21.12.2020;
  1. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
  • ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (იხილეთ დანართი);
  • ბ)  კონკურსანტის ანკეტა (იხილეთ დანართი);;
  • გ)  პირადოის მოწმობის ასლი;
  • დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი
  • ე) უცხოეთში მიღებული განათლების (აკადემიური კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების) აღიარების დოკუმენტი, გაცემული კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასეთის არსებობის შემთხვევაში
  • ე)   სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი, შესაბამის სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
  • ვ) გამოქვეყნებული შრომების სია ბოლო 6 წლის განმავლობაში;
  • ზ)ავტობიოგრაფია CV;
  • თ) 1 ფოტო-სურათი 3X4-ზე;
  • ი) შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუს(ებ)ი.
  1. საკონკურსო დოკუმენტები მიიღებაახალი უმაღლესი სასწავლებლის საქმისწარმოების სამსახურში, სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 სთ–დან 17:00 სთ–მდე. (მისამართი:  თბილისი,   ჭყონდიდელის N56) ან საბუთების ელექტრონული ვერსია გაიგზავნოს მისამართზე: info@newuni.edu.ge, სათაურის ველში მიუთითეთ: “აკადემიური თანამდებობები”.
  2. კანდიდატებს კონკურსის შედეგები ეცნობება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით და გამოქვეყბდება ვებ-გვერდზე newuni,edu.ge
  3. კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასწავლებლის შიდა რეგულაციებისა და

საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.