ესტონეთის მეწარმეობის უნივერსიტეტი (EUAS) აცხადებს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს (MFA) ორწლიან სტიპენდიას  სტუდენტისთვის საქართველოდან.

სტიპენდიის მისაღებად სტუდენტი:

  • განაცხადის მიღების პროცესში უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე ან რეზიდენტი;
  • 2021 წლის სექტემბერში EUAS– ში მიიღებული იქნება/დაიწყებს სწავლას IBA საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე;
  • თვითდაფინანსების შემთხვევაში სტუდენტს არ მიეცემა სტიპენდია.

სტიპენდიის ოდენობა

  • სტიპენდია მოიცავს სწავლის სრულ საფასურს და ფარავს ყველა გადასახადს;

სტიპენდია თავდაპირველად გაიცემა შემოდგომის სემესტრისთვის და გახანგრძლივდება მიღწევ(ებ)ის მიხედვით;

  • 2 წლის განმავლობაში თანხა შეადგენს 18 468 ევროს (სწავლის საფასური 10 868 ევრო; საცხოვრებლისა და ცხოვრების ღირებულება 7600 ევრო);
  • თვითდაფინანსება 972 ევრო.

ოგორ უნდა მივმართოთ უნივერსიტეტს:

 ყველა განმცხადებელი საქართველოდან, რომელიც მიიღებს დასტურს IBA სამაგისტრო პროგრამაზე, ავტომატურად განიხილება MFA-ს სტიპენდიისთვის. სტიპენდიები გადაეცემა საუკეთესო აპლიკანტს საქართველოდან მისაღები რეიტინგის სიის საფუძველზე.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში ნუ დააყოვნებთ, დაუკავშირდით სტუდენტთა მიღებასთან დაკავშირებულ დეპარტამენტს admission@euas.eu

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-ჰვერდზე: https://www.euas.eu/events%20and%20news/?nid=2561&scr&fbclid=IwAR0wopX5tuH_414t0AwEu6ffFSKCAhI70FUYi51AJHcv8k-rqdWHD00QYSI#event2561

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 31 ივლისი. განაცხადების დამუშავება არ განხორციელდება იმ აპლიკაციებზე, რომლებსაც არ დაერთო დადასტურება, რომ განაცხადი დროულად მივიდა და დადასტურდა EUAS-ის მიერ.

ესტონეთის განვითარების თანამშრომლობის სტიპენდიები ფინანსდება ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების თანამშრომლობისა და ჰუმანიტარული დახმარების ფონდებიდან.

საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური გისურვებთ წარმატებას!