14 ივნისს 14:00 საათზე ახალი უმაღლესი სასწავლებლის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება შეხვედრა საქართველოს სახალხო არტისტთან ლეო ანთაძესთან, სადაც ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავი წარმოადგენს მონო-სპექტაკლს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სხვადასხვა სპექტაკლებიდან. 🎭🎭🎭

დასწრება თავისუფალია.