ამ წუთებში ახალ უმაღლეს სასწავლებელში მიმდინარეობს სტუდენტური მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია, რომლელშიც მონაწილეობენ ახალი უმაღლესი სასწავლებლის ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების, ტურიზმისა და ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობისა და აგრეთვე სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები. კონფერენციის ტარდება სექციების მიხედვით.
ნიუ უნის საკონფერენციო დარბაზში სამეცნიერო კონფერენცია გახსნა ახალი უმაღლესი სასწავლებლის რექტორმა პროფესორმა თამარ გარდაფხაძემ.
სამეცნიერო კონფერენციაზე სტუდენტების გამოსვლას შეაფასებს სპეციალური კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან ნიუ უნის პროფესორები.
კონფერენციის დასრულებისას კომისიის წევრებმა გამოაცხადეს შედეგები და გამოვლინდნენ გამარჯვებულები.
პირველ ადგილზე გასული სტუდენტი მიშიკო ფაილოძე და ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელი, ნიუ უნის აფილირებული პროფესორი მარინა ლუარსაბიშვილი დაჯილდოვდნენ საგზურით ვენაში და გაემგზავრებიან ავსტრიის დედაქალაქში დაგეგმილ ნიუ უნის ტრენინგ-კონფერენციაზე, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე გასული სტუდენტები ნატა ციცქიშვილი და ლიკა ვაროსანიძე დაჯილდოვდნენ საგზურებით ბაკურიანში.
კონფერენციაში გამარჯვებულ მონაწილეთა ნაშრომები დაიბეჭდება ახალი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტთა სამეცნიერო შრომების კრებულში.