ამ წუთებში ახალ უმაღლეს სასწავლებელში იმართება EBSCO EP Package ELITE-ში შემავალი ბაზების გამოყენების ტრენინგი.
ტრენინგს ატარებს საქართველოში EBSCO-ს ოფიციალური წამომადგენელი კომპანიის, Innovative Systems Managment-ის დირექტორი ნანა ხუსკივაძე.
შეხვედრას ესწრებიან ნიუ უნის რექტორი პროფესორი თამარ გარდაფხაძე, ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის, ადმინისტრაციის, ხარისხის უზრუნველყოფის, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურების წარმომადგენლები, სტუდენტები და პროფესორები.
EBSCO (Elton B Stephens COmpany) დაარსდა 1984 წელს Elton Bryson Stephens-ის მიერ. EBSCO წარმოადგენს წიგნების, ჟურნალებისა, საცნობარო გამოცემების და სხვა სახის ინორმაციული რესურსების უდიდეს კოლექციას; EBSCO ქართული უნივერსიტეტებისთვის ელექტრონული ბაზების ერთ-ერთი ძირითადი მომწოდებელია.
ნიუ უნის შეძენილი აქვს პაკეტი – EBSCO EP Package ELITE, რომელიც შეიცავს 12 სხვადასხვა ბაზას.
Innovative Systems Management – კომპანია დაარსდა 2010 წელს. მისი მთავარი საქმიანობაა ინოვაციური სისტემების კვლევა, განვითარება, კონსულტირება, დანერგვა, ტექნოლოგიური მხარდაჭერა; სამიზნეაუდიტორია: საგანმანათლებლო, აკადემიური ინსტიტუციები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, ბიზნეს სექტორი; ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობა საბიბლიოთეკო სერვსების დანერგვა-მხარდაჭერაა.