2022 წლის 10-14 ოქტომბერს  ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნი, ერასმუს + მობილობის  ხელშეკრულების ფარგლებში,  უმასპინძლებს ნიკოლას კოპერნიკის უნივერსიტეტის  ტორუნში (პოლონეთი) წარმომადგენელს – ქალბქტონ არანკა იგნასიაკ-შულცს. ქალბატონი არანკა იგნასიაკ-შულცი, პერსონალის მობილობა სწავლებისათვის ფარგლებში წაიკითხავს ლექციებს თემაზე: თანამედროვე კრიზისების ეკონომიკური და სოციალური შედეგები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში – ხედი პოლონეთიდან:

  • ევროინტეგრაცია პანდემიასთან და უკრაინის ომთან დაკავშირებული ტურბულენტობის დროს;
  • სოციალურ-ეკონომიკური განვითარება CEE-ის ქვეყნებსა და რეგიონებში;
  • უკრაინაში ომის შედეგები და სანქციები რუსეთზე – ცენტრალური ევროპის პერსპექტივა;
  • ახალი სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობები და მშვიდობისა და აღდგენის პერსპექტივები CEE-ში.