2021 წლის 13 აპრილს, 13:00 საათზე, ახალი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის გაიმართება ტრენინგი: „ფინანსური ანგარიშგების მომზადება და წარდგენა“.

ტრენერი: თინათინ დოლიაშვილი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი.

დასწრების მსურველებმა 12 აპრილის 18 საათამდე გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა.

ტრენინგი გაიმართება Zoom აპლიკაციით, ბმული /ID და პაროლი/ დარეგისტრირებულ პირებს დაეგზავნება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

 

სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების ცენტრი გისურვებთ წარმატებას!