ა/წ 30 მარტს,  ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნის ყველა სტრუქტურული ერთეულის, აკადემიური/მოწვეული პერსონალის, სტუდენტების, კურსდამთავრებულების, დამსაქმებლების და ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობით, გაიმართა სამუშაო შეხვედრა სასწავლებლის მისიის განახლებასთან დაკავშირებით.
შეხვედრის მონაწილეებმა წარმოადგინეს საკუთარი ხედვა სასწავლებლის მისიის შესახებ. მმართველმა რგოლმა მოისმინა წარმოდგენილი მოსაზრებები და დაისახა შემდგომი აქტივობები მისიის განახლების პროცესის სრულყოფისათვის.