19-20 ივნისს ლენტეხში საუნივერსიტეტო სპორტის ორგანიზებით ჩატარდა სამჭიდის ტურნირი ჯომარდობაში, კლდეზე ცოცვაში და სირბილი 1000 მეტრში! ამ ტურნირში მონაწილეობას ღებულობდა საქართველოში აკრედიტირებული ყველა სასწავლებელი, მათ შორის ახალი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებიც, რომლებმაც ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს! სამჭიდის ჯამში კი უნივერსიტეტმა ‘გეომედმა’ გაიმარჯვა, ახალი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტური თვითმმართველობა ულოცავს მათ გამარჯვებას. ახალი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტური თვითმმართველობა მადლობას უხდის საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციას ასეთი კარგი ღონისძიების ორგანიზებისთვის და წარმატებებს უსურვებს შემდგომში.