ახალ უმაღლეს სასწავლებელსა და ააიპ „განათლებისა და საერთაშორისო განვითარების აკადემიას“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
მემორანდუმის ფარგლებში ნიუ უნის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები საერთაშორისო პროექტებსა და პროგრამებში ჩაერთვებიან.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ახალი უმაღლესი სასწავლებელის რექტორმა, პროფესორმა თამარ გარდაფხაძემ და განათლებისა და საერთაშორისო განვითარების აკადემიის დირექტორმა მარიამ გამეზარდაშილმა.
ახალ უმაღლეს სასწავლებელსა და „განათლებისა და საერთაშორისო განვითარების აკადემიას“ შორის მემორანდუმის გაფორმების მიზანია სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება, მათი დარგობრივი კომპეტენციების ფორმირების ხელშეწყობა და შრომის ბაზრის მოთხოვნების ადეკვატური კვალიფიციური კადრების მომზადება.