ახალი უმაღლესი სასწავლებლის შეთავაზება პროფესორ-მასწავლებლებისთვის და ადმინისტრაციული პერსონალისათვის UNESCO-ს რიგით 43-ე მსოფლიო შეხვედრაში მონაწილეობასთან დაკავშირებით!

ახალი უმაღლესი სასწავლებელი, რომუალდო დელ ბიანკოს ფონდთან თანამშრომლობის ფარგლებში, სთავაზობს აკადემიურ პერსონალს იუნესკოს (UNESCO) მსოფლიო მემკვიდრეობის 43-ე კომიტეტზე დასწრებას, სადაც მომხსენებლები იქნებიან ორგანიზაციები: UNESCO, ICOMOS, IUCN, ICCROM. შეხვედრის ფარგლებში, 6 ივლისს  წარმოდგენილი იქნება ასევე, რომუალდო დელ ბიანკოს ფონდის პრეზენტაცია, თემაზე „კულტურული მემკვიდრეობის როლი მშვიდობის მშენებლობაში“. ახალი უმაღლესი სასწავლებელი მოხსენიებული იქნება პრეზენტაციის დროს, როგორც რომუალდო დელ ბიანკოს ფონდის წევრი ინსტიტუტი.

ადგილმდებარეობა: აზერბაიჯანი, ბაქო

თარიღი: 30 ივნისი-10 ივლისი

ღირებულება: თვითდაფინანსება (ბილეთის, საცხოვრებლის და კვების ხარჯი)

კონფერენციაზე დასწრება უფასოა!