2019 წლის 24 ივნისს, ახალ უმაღლეს სასწავლებელში ჩატარდება EBSCO – ს ელექტრონული ბაზების პრაქტიკული გამოყენების ტრენინგი აკადემიური პერსონალის, სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისათვის. ტრენინგი მიზნად ისახავს მომხმარებლებისათვის EBSCO Package-ში გაერთიანებული ელექტრონული ბაზების გაცნობის, გამოწერისა და პრაქტიკული გამოყენების პროცედურების შესწავლას.
ტრენინგს გაუძღვება EBSCO-ს ტრენერი.
ტრენინგის დასაწყისი: 10:00 საათი.