აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრი

ერთიანი ეროვნული გამოცდები უკვე ახლოვდება თუ გსურს მიიღო განათლება და შენი პროფესიული განვითარება ანდო მაღალკვალიფიციურ და გამოცდილ სპეციალისტებს, მაშინ ეს შანსი შენთვისაა. დარეგისტრირდი “ახალი უმაღლესი სასწავლებლის” აბიტურიენტთა მოსამზადებელ ექსპრეს კურსზე და მოემზადე ონლაინ, საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, ინგლისური, გერმანული და რუსული ენები.

Read More

ჩვენი სტუდენტები

ვენი ქვეყანა, მსოფლიოსთან ერთად, ჯერ ისევ პანდემიას ებრძვის. მიუხედავად არსებული სიტუაციისა, ახალ უმაღლეს სასწავლებლში კვლავ მრავალი საინტერესო სიახლე დაგხვდებათ. გვსურს გაგაცნოთ საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალვრო პროგრამის ერთ-ერთი  სტუდენტი  გიორგი მესტვირიშვილი, რომელიც გერმანიაში ფეჰტას (ფეხტა) უნივერსიტეტში University of Vechta გაემგზავრება და 2021 წლის 15 მარტიდან სრული დაფინანსებით ისწავლის ჩვენს პარტნიორ უნივერსიტეტში.

Read More

ახალი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტთა კარიერული განვითარებისათვის

2021 წლის 20 იანვარს ჩატარდა ბრიტნეთის საბჭოს მიერ ორგანიზებული ვებინარი-ბრიტანეთის საბჭოს 2021 წლის პირველი ონლაინ დიალოგი- ტექნოლოგიების დახმარებით დასაქმების ხელშეწყობა: რომელი ტექნოლოგიები გამოვიყენოთ დასაქმებისა და კარიერული წინსვლის სერვისების გასაუმჯობესებლად. ვებინარს ახალი უმაღლესი სასწავლებლის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი -ნანა ციხისთავი ესწრებოდა.

Read More

ბრიტანეთის საბჭოს შეთავაზება

2021 წლის 20 იანვარს, 16:00 საათზე გაიმართება ბრიტანეთის საბჭოს პირველი ონლაინ დიალოგი. „ტექნოლოგიების დახმარებით დასაქმების ხელშეწყობა – რომელი ტექნოლოგიები გამოვიყენოთ დასაქმებისა და კარიერული წინსვლის სერვისების გასაუმჯობესებლად?“ დიალოგი ეძღვნება საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას ტექნოლოგიების საშუალებით კარიერული წინსვლის და დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით.

Read More

გილოცავთ ახალ წელს და კიდევ ერთ მიღწევას! 

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტებს საერთაშორისო დონეზე მუდმივად აქტუალური და ხარისხიანი ცოდნა მივაწოდოთ, ამიტომ ახალი უმაღლესი სასწავლებელი რეგულარულად ზრუნავს კვლევითი მიმართულების განვითარებაზე.  ჩვენ გვეამაყება ყველაზე კვალიფიციური აკადემიური პერსონალი და მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს მათი სამეცნიერო ნაშრომების შემუშევება, განვითარებას.

Read More

გამოხმაურებები

” საქართველოს ოთხ სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტში სწავლის შემდეგ, ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუ უნი მეხუთე და საბოლოო აღმოჩნდა ჩემთვის. მხოლოდ აქ ვნახე საქმიანი პათოსით შეკრული მთელი სასწავლებელი. ნიუ უნიში მოსული სტუდენტი აღარსად დააპირებს წასვლას. 
მაია რიგვავა – ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი

Read More

საჩუქარი მხოლოდ “ახალი უმაღლესი სასწავლებლის” კურსდამთავრებულებისა და სტუდენტებისთვის!

მერი ტარიელაშვილი – ფსიქოლოგი, კარიერული განვითარების ექსპერტი და საერთაშორისო კარიერული განვითარების ასოციაციის წევრი ჩაატარებს ვებინარს “კარიერული განვითარების სტრატეგიული გეგმა და 2021 წლის ტრენდები” ვებინარზე გაიგებ: როგორ შეადგინო შენი კარიერული განვითარების გეგმა;

Read More

სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ონლაინ კონფერენცია

მიმდინარე წლის 22 და 23 დეკემბერს, წარმატებით ჩატარდა ახალი უმაღლესი სასწავლებლის მიერ ორგანიზებული სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ონლაინ კონფერენცია ,,COVID 19 – ეკონომიკური, სამართლებრივი და პოლიტიკური გამოწვევები’’

Read More

ახალი უმაღლესი სასწავლებლის მიერ ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები

აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ შემდეგი პირები:
პროფესორის თანამდებობაზე:
1. ლალი გარდაფხაძე
2. ლამარა ბერიძე
3. ნოდარ გრძელიშვილი
4. ედიშერ გვენეტაძე
5. ნიკოლოზ ესიტაშვილი

Read More

უპრეცედენტო შეთავაზება სტატუსშეწყვეტილი და სტატუსშეჩერებული სტუდენტებისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით!

მიიღე NEWUNI -ს გრანტი და 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი ისწავლე 875 ლარად /5 თვეზე გადანაწილებით/; მიიღე NEWUNI -ს 500 ლარიანი გრანტი და დარჩენილი სწავლების პერიოდი ისწავლე 1750 ლარად ნაცვლად 2250-ისა; გადაინაწილე წლიური საფასური 12 თვეზე ან სურვილის მიხედვით, თავადვე განსაზღვრე სწავლის საფასურის გადახდის თვე და რიცხვი /გრაფიკი/.

Read More