მინსკის სასულიერო აკადემია

29 – 31 იანვარი, 2021
კონფერენციის ორგანიზატორები:

  • მინსკის სასულიერო აკადემია;
  • ბელორუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და საერთაშორისო პოლიტეკონომიის ფაკულტეტები;
  • ბელორუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეოლოგიის ინსტიტუტი;
  • ევროპული კვლევითი ასოციაცია „Oikonomos“;
  • საზოგადოებრივი საქველმოქმედო გაერთიანება.

 კონფერენციის სამუშაო მიმართულებები/დაგეგმილი სექციები:

  • სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრების ქრისტიანული გააზრება;
  • არატრადიციული რელიგიები თანამედროვე მსოფლიოში;
  • ეკონომიკური ინსტიტუტების განვითარების საკითხები;
  • ქრისტიანული დამოკიდებულება ჯანდაცვის, განათლების, სოციალური მომსახურების საკითხებისადმი;
  • სოციალური საბაზრო მეურნეობის ქრისტიანული გაგება;
  • სახელმწიფოს, სამართლის, ზნეობის ქრისტიანული გაგება.

 მოთხოვნები:

  1. ტექსტი წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულად, WORD ფაილით, შრიფტით Times New Roman, 12;
  2. დასკვნების, ციტატების გამოყენებისას წყაროს მითითება უნდა მოხდეს სტანდარტის შესაბამისად. გამოყენებული წყაროს ნომერი ტექსტში უნდა მიეთითოს კვადრატულ ფრჩხილებში ციტატის შემდეგ, ხოლო მძიმის შემდეგ – გვერდის ნომერი (მაგალითად, [1, 3]). გამოყენებული ლიტერატურა  ანბანური თანმიმდევრობით მიეთითოს აბსტრაქტების ბოლოს. ინტერნეტ ბმულებში მიეთითოს დეტალურად ინტერნეტ მისამართი (საიტის ბოლო გვერდზე) და ბოლო შესვლის თარიღი;
  3. ყველა ტექსტი წარმოდგენილი უნდა იყოს “Normal” სტილით. აკრძალულია: გვერდების ნომრების, სათაურების და ქვედა კოლონტიტულის ჩასმა, აბზაცის აბზაცებ გაკეთება ჩანართების ან ინტერვალების გამოყენებით, სხვა ფორმატირების დამატება და ” Normal ” სტილის გარდა სხვა სტილის გამოყენება;
  4. ტექსტი არ უნდა შეიცავდეს სურათებს. ცხრილ(ებ)ი არ უნდა აღემატებოდეს გვერდის 0,5 – ს;
  5. სტატიის სახით გაფორმებული მოხსენება (მოცულობა 5-6 ათასი ნიშანი) და საავტორო ცნობა გვარის, სახელის, მამის სახელის, სამეცნიერო ხარისხის, სამეცნიერო წოდების, სამუშაო ადგილის, თანამდებობის, მისამართის, ტელეფონისა და e-mail – ის მითითებით უნდა გაიგზავნოს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მისამართზე conf.socium@gmail.com არაუგვიანეს 2020 წლის 1 დეკემბრისა.

 ახალი უმაღლესი სასწავლებლის აკადემიური პერსონალისათვის მონაწილეობა უფასოა.

 დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ახალი უმაღლესი სასწავლებლის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს, პროფესორ ნოდარ გრძელიშვილს, მობ.: 599 903 202; e-mail: regioni.ge@yahoo.com