ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად.
საკონკურსო ვაკანსიები:
ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა:
- პროფესორი – 1 საშტატო ერთეული;
- ასოცირებული პროფესორი – 5 საშტატო ერთეული;
- ასისტენტ-პროფესორი – 1 საშტატო ერთეული;
ტურზმის საბაკალავრო პროგრამა:
- პროფესორი – 1 საშტატო ერთეული;
- ასოცირებული-პროფესორი – 2 საშტატო ერთეული;
საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა:
- პროფესორი – 1 საშტატო ერთეული;
- ასოცირებული პროფესორი – 3 საშტატო ერთეული;
- ასისტენტ-პროფესორი – 1 საშტატო ერთეული;
- პროფესორის თანამდებობაზე 5 (ხუთი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო – პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 (ექვსი) წლის გამოცდილება;
- ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო – პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლის გამოცდილება;
- ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი 4 (ოთხი) წლის ვადით;
- ასისტენტის თანამდებობაზე 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი 4 (ოთხი) წლის ვადით.
ბიზნესის ადმინისტრირების, ტურიზმისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში კვალიფიკაცია დასტურდება შესაბამის დარგში დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხით, პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით.
კონკურსის ვადები:
- საკონკურსო საბუთების მიღება: 25.11.2024 – 29.11.2024;
- კონკურსისI ეტაპი – საკონკურსო საბუთების განხილვა – შერჩევა: 02.12.2024 – 04.12.2024;
- კონკურსისI ეტაპის შედეგების გამოცხადება/კონკურსანტებისათვის გაცნობა: 06.12.2024;
- კონკურსისII ეტაპი – საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება/სილაბუსის პრეზენტაცია; საჯარო ლექციის წაკითხვა; სწავლების და/ან კვლევის კონცეფციის წარდგენა (აუცილებლობის შემთხვევაში): 09.12.2024 – 10.12.2024;
- კონკურსში გამარჯვებულთა აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ ბრძანების გამოცემა: 11.12.2024;
- კონკურსის საბოლოო შედეგების საჯაროდ გამოცხადება: არაუგვიანეს12.2024;
- კონკურსში გამარჯვებულ კონკურსანტებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება: შედეგების გამოცხადებიდან 3 კვირის ვადაში.
კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი;
დ) უცხოეთში მიღებული განათლების (აკადემიური კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების) აღიარების დოკუმენტი, გაცემული კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი, შესაბამისი სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ვ) გამოქვეყნებული შრომების სია ბოლო 5 წლის განმავლობაში (უპირატესობა მიენიჭება Scopus-ის ჟურნალებში გამოქვეყნებული პუბლიკაციების ავტორებს);
ზ) ავტობიოგრაფია CV;
თ) 1 ფოტო-სურათი 3X4-ზე;
ი) შესაბამისი სასწავლო კურსის (ქართულენოვანი/ინგლისურენოვანი) სილაბუს(ებ)ი;
კ) ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ.
უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელიც, გამარჯვების შემთხვევაში ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნისთან აფილირების ხელშეკრულებას გააფორმებს;
საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნის საქმისწარმოების სამსახურში. სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 სთ–დან 17:00 სთ–მდე. (მისამართი: თბილისი, ჭყონდიდელის N56) ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: info@newuni.edu.ge;
კომენტარები