ხარისხის უზრუნველყოფის თემატური ჯგუფი დაფუძნდა 2019 წლის 6 დეკემბერს, რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის მეორე სხდომაზე. ხარისხის უზრუნველყოფის თემატურ ჯგუფს ყავს 85 წევრი 43 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან. ხარისხის უზრუნველყოფის თემატური ჯგუფი არის ხარისხის უზრუნველყოფის თემების განსახილველი პლატფორმა და აღრმავებს უსდ-ებს შორის თანამშრომლობას; ასევე აღნიშნული ჯგუფი თანამშრომლობს გარე დაინტერესებულ მხარეებთან ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.
თემატური ჯგუფის მისია:
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფის თემატური ჯგუფის მისიაა ხელი შეუწყოს უსდ-ებში ხარისხის კულტურის განვითარებას დაგროვილი გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების, გამოწვევების განხილვისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნის გზით.
თემატური ჯგუფის მიზნები:
- უსდ-ების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება;
- უსდ-ების შესაძლებლობების განვითარება ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით;
- პლატფორმის შექმნა ხარისხის უზრუნველყოფის თემების განსახილველად;
- უსდ-ებში უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების (ESG 2015) პირველი ნაწილის – სტანდარტების და სახელმძღვანელო პრინციპები ხარისხის შიდა უზრუნველყოფისთვის დანერგვის ხელშეწყობა;
- უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში მიმდინარე სიახლეების განხილვა და გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება;
- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობა;
- უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციასიათან (ENQA), უმაღლესი განათლების ევროპულ რეესტრთან (EQAR), ევროპის უნივერსიტეტთა ასოციასთან (EUA) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა;
- საგანმანათლებლო პროგრამების კოლეგიალური შეფასება;
- საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობა საგანმანათლებლო პროგრამების შესაფასებისა და პროფესიული განვითარების ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით;
- ერთობლივი კვლევების დაგეგმვა და განხორციელება;
- კვარტალური ანგარიშის მომზადება რექტორთა საბჭოზე წარსადგენად;
- კვარტალური ჟურნალის გამოშვება;
- ყოველწლიური კონფერენციის ჩატარება ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით.
ხარისხის უზრუნველყოფის თემატური ჯგუფის წევრ(ებ)ი შეიძლება იყოს როგორც ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომელ(ებ)ი, ასევე ნებისმიერი სხვა პირ(ებ)ი, რომელიც უსდ-ში მუშაობს და დაინტერესებულია ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებით, და სტუდენტები.
კომენტარები