ამ წუთებში ახალი უმაღლესი სასწავლებლის საკონფერენციო დარბაზში იმართება სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის, მედია ცენტრის დირექტორისა და საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის “GSAC” დამფუძნებლის გიორგი თარგამაძის საჯარო ლექცია თემაზე: „საზოგადოების მანიპულირების მეთოდები ინფორმაციულ ერაში“.
ლექციას ესწრებიან ნიუ უნის ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების, ტურიზმისა და ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობის სტუდენტები, სასწავლებლის რექტორატის, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პროფესორ-მასწავლებლები.📚