დღეს 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან, 30 წელი გავიდა.
1989 წლის 9 აპრილი დიდ ტრაგედიისა და ამასთან ერთად დიდი გამარჯვების დღეა!
საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის (სოა) ორგანიზებით თბილისის 20-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები შეიკრიბნენ რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან, სადაც პატივი მიაგეს 1989 წელს საბჭოთა რეჟიმის, დაუნდობელ და სასტიკ დარბევის დროს დაღუპულებს, რომელთა შორის უმრავლესობა ახალგაზრდები იყვნენ.
ეს ადამიანები თავისუფლებასა და სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი გმირები არიან.
სტუდენტებს გვახსოვს 9 აპრილი