ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად, შემდეგი სწავლის სფეროების შესაბამისად:
➡️ საერთაშორისო ურთიერთობები:
ასოცირებული პროფესორი – 5 საშტატო ერთეული
ასისტენტი – 1 საშტატო ერთეული
➡️ ბიზნესის ადმინისტრირება:
ასოცირებული პროფესორი – 3 საშტატო ერთეული
🗓კონკურსის ვადები:
  • საკონკურსო საბუთების მიღება: 27.12.2021 – 30.12.2021;
  • კონკურსის I ეტაპი – საკონკურსო საბუთების განხილვა – შერჩევა: 10.01.2022 – 12.01.2022;
  • კონკურსის I ეტაპის შედეგების გამოცხადება/კონკურსანტებისათვის გაცნობა: 13.01.2022;
  • კონკურსის II ეტაპი – საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება – /სილაბუსის პრეზენტაცია; საჯარო ლექციის წაკითხვა; სწავლების და/ან კვლევის კონცეფციის წარდგენა /: 14.01.2022 ;
  • კონკურსში გამარჯვებულთა აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ ბრძანების გამოცემა: 18.01.2022;
  • კონკურსის საბოლოო შედეგების საჯაროდ გამოცხადება:არაუგვიანეს 21.01.2022;
  • კონკურსში გამარჯვებულ კონკურსანტებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება: შედეგების გამოცხადებიდან 3 კვირის ვადაში.
კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
✔️განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
✔️კონკურსანტის ანკეტა (დადგენილი ფორმის მიხედვით);
✔️პირადობის მოწმობის ასლი;
✔️შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი;
✔️უცხოეთში მიღებული განათლების (აკადემიური კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების) აღიარების დოკუმენტი, გაცემული კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
✔️სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი, შესაბამის სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
✔️გამოქვეყნებული შრომების სია ბოლო 5 წლის განმავლობაში;
✔️ავტობიოგრაფია CV;
✔️1 ფოტო-სურათი 3X4-ზე;
✔️შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუს(ებ)ი;
✔️სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა;
🔴აკადემიურ კონკურსში მონაწილეობის სავალდებულო პირობაა გამარჯვების შემთხვევაში ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნისთან აფილირების ხელშეკრულების გაფორმება❗️
🔴საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოება ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის ელ- მისამართზე: info@newuni.edu.ge
გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი აკადემიური თანამდებობისა და სწავლის სფეროს სახელწოდება.
🔴კანდიდატებს კონკურსის შედეგები ეცნობება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით და გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე www.newuni.edu.ge
☎️ +995 595 45 50 40; +995 32 269 00 70
📧 info@newuni.edu.ge
ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი გისურვებთ წარმატებას!