მიმდინარე წლის 6 ივნისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის სხდომათა დარბაზში გაიმართა „საქართველოს მთიანეთის კომპლექსური შესწავლის კომისიის“ სხდომა, რომელზეც მოხსენება წარმოადგინა კომისიის წევრმა, ეკონომიკის დოქტორმა, ახალი უმაღლესი სასწავლებლის აფილირებულმა პროფესორმა, ბატონმა ნოდარ გრძელიშვილმა. მოხსენების თემა იყო – “საქართველოს ეკონომიკის ტრანსფორმაციის ძირითადი ტენდენციები”. მომხსენებელმა საფუძვლიანად,

კრებსითი მონაცემების შეჯერებით განიხილა ქართული ეკონომიკის წინააღმდეგობრივი პროცესები 90-იანი წლებიდან დაწყებული დღემდე. მან გააანალიზა ეს პროცესები და გამოკვეთა ის ფაქტორები, რომლებიც აფერხებს ეროვნული ეკონომიკის განვითარებას. ამ მხრივ, უპირველესად ყურადღება გამახვილდა ეკონომიკის სფეროების სახელმწიფო რეგულირების აუცილებლობაზე. განსაკუთრებული ყურადღების საგანი გახდა განათლებისა და მეცნიერების მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკის წარმატებული წარმართვისათვის. მოხსენების განხილვაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს “მთის კომისიის” წევრებმა და უმაღლესი სასწავლებლებიდან მოწვეულმა სპეციალისტებმა.