ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდო

საქართველოს პრეზიდენტი აწესებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლისა და პირველი ლექტორი ქალის, ქველმოქმედის, პოეტისა და მთარგმნელის, ორბელიანების სასახლის დიასახლისის, ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდოს საუკეთესო ქართული სტუდენტური თარგმანისათვის.
კონკურსის მიზანია ახალგაზრდებს შორის მთარგმნელობითი საქმიანობის პოპულარიზება და შემოქმედებითი ინიციატივის წახალისება.

Read More

პირველი ეროვნული სამეცნიერო ფორუმი

პირველი ეროვნული სამეცნიერო ფორუმი „კოვიდ-19 საქართველოს 2021 წლის რეალობაში“ დასრულდა. ორდღიანი კონფერენცია „მეცნიერების კვირეულის“ ფარგლებში გაიმართა, სადაც მეცნიერებმა, პანელური დიალოგის ფორმატში, კოვიდ-19-ის პანდემია სხვადასხვა სამეცნიერო კონტექსტში განიხილეს, ისაუბრეს გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებსა და სამომავლო გეგმებზე.

Read More

სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ!

VTB – ვაკანსია, საინფორმაციო ოფიცერი, თბილისი.
თუ ხარ სტუდენტი ან ახალ კურსდამთავრებული
თუ გაინტერესებს საბანკო სექტორი და გინდა კარიერული განვითარება
თუ ხარ აქტიური და მოგწონს ადამიანების დახმარება
შემოგვიერთდი!
ჩვენ გთავაზობთ:
პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობას;
ბანკის სხვადასხვა პოზიციებზე კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;

Read More

დასაქმების კვირეულის ბოლო დღე ნიუუნიში

საინტერესო აღმოჩნდა დასაქმების კვირეულის ბოლო დღე ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის სტუდენტებისათვის. 19 ნოემბერს კვირეულის სტუმარი იყო თამარ ექვთიმიშვილი – Holiday Factory -ის პროდუქტისა და ხარისხის კონტროლის მენეჯერი. შეხვედრის პირველ ნაწილში ყურადრება გამახვილდა შპს „ჰოლიდეი ფაქტორი“-ს საქმიანობის თავისებურებებსა და წარმატების განმაპირობებელ ფაქტორებზე, ხოლო მეორე ნაწილი დაეთმო სტუდენტებისათვის აქტიური ვაკანსიების გაცნობასა და შეთავაზებას.

Read More

რომუალდო დელ ბიანკოს  ფონდის მოძრაობა ,,ტურიზმი საზღვრების გარეშე“ შემაჯამებელი კონფერენცი

2021 წლის 25 – 26 ნოემბერს ფლორენციაში  ჰიბრიდულ რეჟიმში გაიმართა რომუალდო დელ ბიანკოს  ფონდის მოძრაობა ,,ტურიზმი საზღვრების გარეშე“ შემაჯამებელი კონფერენცია. საქართველოდან კონფერენციაზე ონლაინ რეჟიმში წარდგნენ ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის წარმომადგენლები – საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, აფილირებული პროფესორი, ნანა ციხისთავი;  პროფესორი მანანა ალადაშვილი;

Read More

ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად, შემდეგი სწავლის სფეროების შესაბამისად:
საერთაშორისო ურთიერთობები: ასოცირებული პროფესორი – 5 საშტატო ერთეული, ასისტენტი – 1 საშტატო ერთეული
ბიზნესის ადმინისტრირება: ასოცირებული პროფესორი – 3 საშტატო ერთეული
კონკურსის ვადები: საკონკურსო საბუთების მიღება: 27.12.2021 – 30.12.2021;

Read More

დასაქმების კვირეულის პირველი დღე

ახალი  უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი მიმდინმარე წლის 16 ნოემბრიდან დასაქმების კვირეულს მასპინძლობს. კვირეულის პირველი სტუმარი იყო ბაზისბანკის საცალო გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი ოთარ ბაქრაძე, შეხვედრას შემოუერთდა ქეთევან სილიკაშვილი  – ბაზისბანკის HR მიმართულების წარმომადგენელი. ბაზისბანკის წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს ინფორმაცია დასაქმების პირობების, შერჩევის კრიტერიუმების, განაცხადის გაკეთების თავისებურებებისა და საყურადღებო დეტალების თაობაზე,

Read More

ნაზარბაევის უნივერსიტეტის შემოთავაზება ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნის სტუდენტებს

ნაზარბაევის უნივერსიტეტი ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნის სტუდენტებს იწვევს კონსულტაციებზე დეტალური პასუხის მისაღებად, უნივერსიტეტში მიღებისა და სწავლის შესახებ. ინდივიდუალური კონსულტაციები ჩატარდება Zoom-ის პლატფორმით, ხანგრძლივობა 20 წუთი.  კონსულტაციისას უნივერსიტეტის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები უპასუხებენ დასმულ კითხვებს.

Read More

სტუდენტთა საყურადღებოდ!

ესეების კონკურსი ონლაინ მაღაზია ისურვესგან. საქართველოში ყველაზე მსხვილი ონლაინ მაღაზია ისურვე (https://isurve.ge) აცხადებს ესეების კონკურსს სტუდენტებისთვის თემაზე „ონლაინ კომერციის განვითარების პერსპექტივები საქართველოში“. გამარჯვებული ესეს ავტორს კომპანია დაუფინანსებს სწავლის საფასურს ლარის ოდენობით.

Read More

დასაქმების კვირეული

სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების ცენტრის ორგანიზებით ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი მართავს დასაქმების კვირეულს.
დასაქმების კვირეულის ფარგლებში ნიუუნის პარტნიორი ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები/წარმომადგენლები ნიუუნის სტუდენტებთან გამართავენ ონლაინ შეხვედრებს, მასტერკლასებს, პრეზენტაციებს ისეთ აქტუალურ საკითხებზე, რაც მათ გაუადვილებს დასაქმებას.

Read More