ახალი უმაღლესი სასწავლებლის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი გიორგი მესტვირიშვილი გერმანიაში, ვეჰტას(ფეხტა) უნივერსიტეტში გაემგზავრება. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, გიორგიმ მოიპოვა ვეჰტას(ფეხტა) უნივერსიტეტის სტიპენდია და 2021 წლის 15 მარტიდან 4 თვე სრული დაფინანსებით ისწავლის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამაზე.
ვეჰტას (ფეხტას) უნივერსიტეტთან ახალ უმაღლეს სასწავლებელს ერთწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს.