ახალი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ უსასყიდლოდ გაიარონ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის აკადემიის (WIPO Academy) მიერ შემუშავებული „ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი“ (DL-101GE), რომელიც სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ მიერ ქართულ ენაზე ითარგმნა. კურსზე რეგისტრაცია მთავრდება 2020 წლის 7 ოქტომბერს. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ბმულს http://www.sakpatenti.gov.ge/ka/page/181/ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელ. ფოსტაზე dl101ge@sakpatenti.org.ge