2021 წლის 25 – 26 ნოემბერს ფლორენციაში  ჰიბრიდულ რეჟიმში გაიმართა რომუალდო დელ ბიანკოს  ფონდის მოძრაობა ,,ტურიზმი საზღვრების გარეშე“ შემაჯამებელი კონფერენცია. საქართველოდან კონფერენციაზე ონლაინ რეჟიმში წარდგნენ ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის წარმომადგენლები – საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, აფილირებული პროფესორი, ნანა ციხისთავი;  პროფესორი მანანა ალადაშვილი; ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები: არჩილ ბრეგვაძე, სოფი ჯოხაძე და ეკა დიასამიძე, აგრეთვე ნიუუნის პარტნიორი, თეთრიწყაროს მუნიციპიალიტეტის მერიის ტურიზმის განყოფილების წარმომადგენელი – ლამარა ბექაური.

კონფერენციის ფარგლებში პროფესორმა ნანა ციხისთავმა წარადგინა პრეზენტაცია ქვემო ქართლის კულტურული  მემკვიდრეობისა და ტურისტული ადგილების შესახებ, დელ ბიანკოს ფონდში გაიგზავნა სტუდენტების მიერ მომზადებული საინფორმაციო პლაკატები  ქვემო ქართლის კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ფოტომასალით, რაც გამოქვეყნდება კონფერენციის სპეციალურ კატალოგში.

ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი მომავალშიც გააგრძელებს თანამშრომლობას რომუალდო დელ ბიანკოს ფონდთან.