ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად.
საკონკურსო ვაკანსიები:
ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა:
- პროფესორი – 4 საშტატო ერთეული;
- ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული;
- ასისტენტ-პროფესორი – 1 საშტატო ერთეული;
ტურზმის საბაკალავრო პროგრამა:
- პროფესორი – 2 საშტატო ერთეული;
საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა:
- პროფესორი – 2 საშტატო ერთეული;
- ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული;
- ასისტენტ-პროფესორი – 1 საშტატო ერთეული;
ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა:
- პროფესორი – 1 საშტატო ერთეული;
- ასოცირებული პროფესორი – 2 საშტატო ერთეული;
- ასისტენტ-პროფესორი – 1 საშტატო ერთეული;
- ასისტენტი -1 საშტატო ერთეული;
სოციალური მეცნიერებების მიმართულებით:
- ასოცირებული პროფესორი – 2 საშტატო ერთეული;
პროფესორის თანამდებობაზე 5 (ხუთი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო – პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 (ექვსი) წლის გამოცდილება;
ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო – პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლის გამოცდილება;
ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი 4 (ოთხი) წლის ვადით;
ასისტენტის თანამდებობაზე 4 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი.
ბიზნესის ადმინისტრირების, ტურიზმის,საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში კვალიფიკაცია დასტურდება შესაბამის დარგში დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხით, პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით.
კონკურსის ვადები:
- საკონკურსო საბუთების მიღება: 09.02.2026 – 12.02.2026;
- კონკურსისI ეტაპი – საკონკურსო საბუთების განხილვა – შერჩევა: 13.02.2026 – 16.02.2026
- კონკურსისI ეტაპის შედეგების გამოცხადება/კონკურსანტებისათვის გაცნობა: 17.02.2026
- კონკურსისII ეტაპი – საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება/სილაბუსის პრეზენტაცია; საჯარო ლექციის წაკითხვა; სწავლების და/ან კვლევის კონცეფციის წარდგენა (აუცილებლობის შემთხვევაში): 18.02.2026 – 19.02.2026
- კონკურსში გამარჯვებულთა აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ ბრძანების გამოცემა: 20.02.2026;
- კონკურსის საბოლოო შედეგების საჯაროდ გამოცხადება: არაუგვიანეს 27.02.2026;
- კონკურსში გამარჯვებულ კონკურსანტებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება: შედეგების გამოცხადებიდან 3 კვირის ვადაში.
კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი;
დ) უცხოეთში მიღებული განათლების (აკადემიური კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების) აღიარების დოკუმენტი, გაცემული კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი, შესაბამისი სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ვ) გამოქვეყნებული შრომების სია ბოლო 5 წლის განმავლობაში (უპირატესობა მიენიჭება Scopus-ის ჟურნალებში გამოქვეყნებული პუბლიკაციების ავტორებს);
ზ) ავტობიოგრაფია CV;
თ) 1 ფოტო-სურათი 3X4-ზე;
ი) შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუს(ებ)ი;
კ) ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ.
უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელიც, გამარჯვების შემთხვევაში ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნისთან აფილირების ხელშეკრულებას გააფორმებს;
საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნის საქმისწარმოების სამსახურში. სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 სთ–დან 17:00 სთ–მდე. (მისამართი: თბილისი, ჭყონდიდელის N56) ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: info@newuni.edu.ge;


კომენტარები