ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნი ევროკავშირის 2025 წლის  ERASMUS+ CBHE Capacity Building in Higher Education) კონკურსის  ერთ-ერთი გამარჯვებულია.

პროექტი „საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევისა და ინოვაციების შესაძლებლობების გაძლიერება“ (ERIC-GE), მომდევნო ორი წლის განხორციელდება და მისი კოორდინატორი იქნება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი “ტექინფორმი”. კონსორციუმში ჩართულია 8 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – 6 საქართველოს, 2 კი, ევროპის მასშტაბით. პროექტმა მომდევნო ორი წლის განმავლობაში  355,977 ევროს ოდენობის დაფინანსება  მოიპოვა.

პროექტი ხელს შეუწყობს საერთაშორისო თანამშრომლობისა და აკადემიური შესაძლებლობების გაფართოებას, ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას, მეცნიერების თანამედროვე  მეთოდების შეფასების გაცნობას და მათ სასწავლო პროცესში ინტეგრირებას.

ERIC-GE (Enhancing Research and Innovation Capacities in Georgia’s Higher Education) მიზნად ისახავს ევროპული გამოცდილებაზე დაყრდნობით, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კვლევითი და ინოვაციური პოტენციალის გაძლიერებას. ასევე, კვლევის ხარისხის გაუმჯობესებას, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფასა და ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კონკურენტუნარიანობის გაზრდას.
პროექტის ფარგლებში შემუშავდება ახალი სასწავლო საუნივერსიტეტო კურსი მეცნიერებათმზომელობაში და ინოვაციური ინტენსიური ტრენინგ-მოდული აკადემიური პერსონალისა და მეცნიერთათვის.