დასაქმების ფესტივალი ,,საყოველთაო გასაუბრება”

28 ოქტომბერს, კიკვიძის პარკში გაიმართა დასაქმების ფესტივალი ,,საყოველთაო გასაუბრება”.
ღონისძიების მიზანი იყო სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 50-ზე მეტი კომპანია უკვე აქტიური ვაკანსიებით.

Read More

საინფორმაციო შეხვედრა Erasmus+ – ის გაცვლითი პროგრამების შესახებ

სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების ცენტრის ინიციატივით, ამა წლის 4 ნოემბერს, ხუთშაბათს, 15 საათზე Zoom – ის აპლიკაციით გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა Erasmus+ – ის გაცვლითი პროგრამების შესახებ. შეხვედრას წარუძღვება ნიუუნის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, პროფესორი ნანა ციხისთავი.

Read More

საინფორმციო შეხვედრა “ელექტრონული ინფორმაცია ბიბლიოთეკებისათვის”

მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს შედგა საინფორმციო შეხვედრა საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმი 2017-ის პროექტის “ელექტრონული ინფორმაცია ბიბლიოთეკებისათვის”ფარგლებში. შეხვედრაზე კონსორციუმის წარმომადგენელმა, ლიცენზირების კოორდინატორმა მარიკა ჟორჟოლიანმა – ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია იმ სევისების შესახებ, რომელთა სარგებლობის უფლებაც აქვს ზემოხსენებულ პირებს.

Read More

,,პურის ფესტივალი’’ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში

2021 წლის 23 ოქტომბერს სამცხე ჯავახეთის რეგიონში, ქალაქ ახალციხეში ბიო-მეურნეობათა ასციაციის ,,ელკანა’’-მ, დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციასთან ერთად ,,პურის ფესტივალი’’ ჩაატარა. ფესტავალს ,,საქართველოს ტურიზმის ასოციაციის’’ ორგანიზებით ,,ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი’’-ს სტუდენტები ანუკი შავერდაშვილი, მარიამ მაისურაძე და ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელი აფილირებული პროფესორი ნოდარ გრძელიშვილი დაესწრნენ.

Read More

ნიუუნის სტუდენტები სპექტაკლზე „ერთხელ…მხოლოდ“.

ამ წუთებში ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნის ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების, ტურიზმისა და ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები, ფაკულტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად ესწრებიან შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში რობერტ სტურუას სპექტაკლს „ერთხელ…მხოლოდ“.

Read More

ვანო პავლიაშვილის საჯარო ლექცია

ამ წუთებში ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნის საკონფერენციო დარბაზში იმართება ჟურნალისტის, ტელეწამყვანისა და PR მენეჯერის ვანო პავლიაშვილის საჯარო ლექცია თემაზე: „ქართული მედიის პრობლემები დღეს“. ლექციას ესწრებიან ნიუუნის ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების, ტურიზმისა და ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები . . .

Read More

რუსთაველის ეროვნული თეატრის შეთავაზება სტუდენტებს!

საქართველოს მასშტაბით, ყველა სტუდენტი რუსთაველის ეროვნულ თეატრში ფასდაკლებით ისარგებლებს. ფასდაკლება ვრცელდება როგორც დიდ, ასევე მცირე და ექსპერიმენტულ სცენაზე წარმოდგენილ სპექტაკლებზე. ბილეთები, რომლის ღირებულება შეადგენს 5 ლარს, შეზღუდული რაოდენობით იყიდება და მათ შესაძენად სტუდენტური ბარათის წარდგენაა საჭირო.

Read More

რუმინულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება

2021 წლის 4-5 ოქტომბერს  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნისა და რუმინულ-ამერიკულ უნივერსიტეტს შორის.
ახალი პარტნიორი უნივერსიტეტი დაფუძნდა 1991 წელს, იგი 30 წლიან გამოცდილებას ითვლის რუმინეთის საგანმანათლებლო სივრცეში.

Read More

შეხვედრა სტუდენტებთან

ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნის სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ინიციატივით შედგა საინფორმაციო შეხვედრა, რომელზეც განხილული იყო ინფორმაცია სასწავლო კურსის სილაბუსის, სწავლის შედეგების, მათი მიღწევის დონის შეფასების/შეფასების სისტემის, აპელაციის პროცედურების შესახებ.

Read More

საინფორმაციო შეხვედრა თემაზე: პლაგიატი და აკადემიური კეთილსინდისიერება

ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნის სტუდენტებისთვის Zoom აპლიკაციის მეშვეობით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე: პლაგიატი და აკადემიური კეთილსინდისიერება, რომელსაც უძღვებოდა ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ზურაბ სანადირაძე.

Read More