ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად, შემდეგი სწავლის სფეროების შესაბამისად:
საერთაშორისო ურთიერთობები: ასოცირებული პროფესორი – 5 საშტატო ერთეული, ასისტენტი – 1 საშტატო ერთეული
ბიზნესის ადმინისტრირება: ასოცირებული პროფესორი – 3 საშტატო ერთეული
კონკურსის ვადები: საკონკურსო საბუთების მიღება: 27.12.2021 – 30.12.2021;

Read More

დასაქმების კვირეულის პირველი დღე

ახალი  უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი მიმდინმარე წლის 16 ნოემბრიდან დასაქმების კვირეულს მასპინძლობს. კვირეულის პირველი სტუმარი იყო ბაზისბანკის საცალო გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი ოთარ ბაქრაძე, შეხვედრას შემოუერთდა ქეთევან სილიკაშვილი  – ბაზისბანკის HR მიმართულების წარმომადგენელი. ბაზისბანკის წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს ინფორმაცია დასაქმების პირობების, შერჩევის კრიტერიუმების, განაცხადის გაკეთების თავისებურებებისა და საყურადღებო დეტალების თაობაზე,

Read More

ნაზარბაევის უნივერსიტეტის შემოთავაზება ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნის სტუდენტებს

ნაზარბაევის უნივერსიტეტი ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნის სტუდენტებს იწვევს კონსულტაციებზე დეტალური პასუხის მისაღებად, უნივერსიტეტში მიღებისა და სწავლის შესახებ. ინდივიდუალური კონსულტაციები ჩატარდება Zoom-ის პლატფორმით, ხანგრძლივობა 20 წუთი.  კონსულტაციისას უნივერსიტეტის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები უპასუხებენ დასმულ კითხვებს.

Read More

სტუდენტთა საყურადღებოდ!

ესეების კონკურსი ონლაინ მაღაზია ისურვესგან. საქართველოში ყველაზე მსხვილი ონლაინ მაღაზია ისურვე (https://isurve.ge) აცხადებს ესეების კონკურსს სტუდენტებისთვის თემაზე „ონლაინ კომერციის განვითარების პერსპექტივები საქართველოში“. გამარჯვებული ესეს ავტორს კომპანია დაუფინანსებს სწავლის საფასურს ლარის ოდენობით.

Read More

დასაქმების კვირეული

სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების ცენტრის ორგანიზებით ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი მართავს დასაქმების კვირეულს.
დასაქმების კვირეულის ფარგლებში ნიუუნის პარტნიორი ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები/წარმომადგენლები ნიუუნის სტუდენტებთან გამართავენ ონლაინ შეხვედრებს, მასტერკლასებს, პრეზენტაციებს ისეთ აქტუალურ საკითხებზე, რაც მათ გაუადვილებს დასაქმებას.

Read More

წარჩინებული ნიუუნელი

ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტ ლიკა ლორთქიფანიძე-ს ულოცავს გურამ რამიშვილის სახელობის თბილისის N20 საჯარო სკოლაში წარჩინებული სწავლისათვის ოქროს მედლით დაჯილდოებას.გვახარებს, რომ მას დღეს ნიუუნელი ჰქვია.

Read More

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს (MFA) ორწლიან სტიპენდია სტუდენტისთვის!

ესტონეთის მეწარმეობისა და გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (EUAS)

აცხადებს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს (MFA) ორწლიან სტიპენდიას სტუდენტისთვის საქართველოდან.

სტიპენდია განკუთვნილია საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირების IBA სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მსურველი სტუდენტებისათვის,

Read More