მალაიზიის მთავრობის გრანტი მაგისტრატურაში სწავლის მსურველთათვის

მალაიზიის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში 2021-2022 სასწავლო წელს საერთაშორისო სტუდენტებს საშუალება ეძლევათ ისწავლონ მაგისტრატურის საფეხურზე მალაიზიის უნივერსიტეტებში 7 სხვადასხვა მიმართულებით. საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 16 აგვისტო.

Read More

ჩეხეთის მთავრობის შეთავაზება – სასწავლო სტიპენდია

ჩეხეთის მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებისთვის 2022-2023 სასწავლო წლისთვის ჩეხეთში სასწავლებლად გამოყო 22 სრული სტიპენდია. დამატებით გაცნობებთ, რომ 12 სტიპენდია განკუთვნილია ჩეხურ ენაზე სასწავლო პროგრამებისთვის, ხოლო 10 სტიპენდია – ინგლისურენოვანი პროგრამებისთვის. სტიპენდიები ითვალისწინებს სასწავლო პროგრამებს შემდეგ სფეროებში:

Read More

სამუშაო შეხვედრებს ონლაინ რეჟიმში

ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი სამუშაო შეხვედრებს ონლაინ რეჟიმში აგრძელებს. მიმდინარე წლის 20 ივნისს, მორიგ სამუშაო შეხვედრაზე მსჯელობა წარიმართა  2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხული სემესტრის მიმდინარეობასა და დასკვნითი გამოცდების პროცესზე, ასევე, ახალი სასწავლო წლის დაგეგვისა და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობის თაობაზე.

Read More

სამაგისტრო პროგრამა ესტონეთში

ესტონეთის მეწარმეობის უნივერსიტეტი (EUAS) აცხადებს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს (MFA) ორწლიან სტიპენდიას  სტუდენტისთვის საქართველოდან.
სტიპენდიის მისაღებად სტუდენტი: განაცხადის მიღების პროცესში უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე ან რეზიდენტი; 2021 წლის სექტემბერში EUAS– ში მიიღებული იქნება/დაიწყებს სწავლას IBA საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე;

Read More

ნოდარ გრძელიშვილის საჯარო მოხსენება

2021 წლის 14 ივლისს, 15:00 საათზე, ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის აფილირებული პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი ნოდარ გრძელიშვილი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სააქტო დარბაზში (რუსთაველის გამზირი 52) წარსდგება საჯარო მოხსენებით „რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური უთანაბრობის გამომწვევი მიზეზები და გადაწყვეტის გზები“

Read More

გერმანული ენის უფასო კურსი

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი აცხადებს მიღებას გერმანული ენის უფასო კურსზე. გერმანული ენის უფასო კურსი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) გლობალური პროგრამის „მიგრაცია და დიასპორის“ მხარდაჭერით,

Read More

სტაჟირება საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილებაში

აშშ-ის საელჩო შესაძლებლობას აძლევს დაინტერესებულ სტუდენტებს, სტაჟირება გაიარონ და პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ აშშ-ის საელჩოში.  პროგრამის მიზანია, სტუდენტებს მიეცეთ მუშაობის შესაძლებლობა საგარეო ურთიერთობების სფეროში, ამერიკულ გარემოში.

Read More

შეხვედრა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში

მიმდინარე წლის 4 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლებისა და ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის წარმომადგენლებს შორის საინტერესო შეხვედრა გაიმართა.

Read More

მემორანდუმი ვარნას ეკონომიკის უნივერსიტეტთან

2021 წლის 29 აპრილს ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნისა და ეკონომიკის უნივერსიტეტ – ვარნას (ბულგარეთი) შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ აკადემიური და სამეცნიერო კუთხით ითანამშრომლებენ და განახორციელებენ ერთობლივ პროექტებს ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა: კონფერენციების, სემინარების, სიმპოზიუმების ორგანიზება..

Read More

სტუდენტთა ფინანსური მხარდაჭერა

ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის სტუდენტთა ფინანსური მხარდაჭერია, 2020-2021 სასწავლო წელი. გრანტი მობილობით გადმოსულთათვის: 112 სტუდენტი – 176,200 ლარი; გრანტი ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულთათვის: 22 სტუდენტი – 11,625 ლარი; გრანტი სტატუს აღდგენილთათვის: 69 სტუდენტი –  102,500 ლარი; შეღავათი სწავლის საფასურში: 25 სტუდენტი – 19,850 ლარი. სულ: 228 სტუდენტი – 310,175 ლარი.

Read More