გამოცხადდა სტაჟირება ამერიკის საელჩოს პოლიტიკისა და ეკონომიკის განყოფილებაში

აშშ-ის საელჩო შესაძლებლობას აძლევს დაინტერესებულ სტუდენტებს, სტაჟირება გაიარონ და პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ აშშ-ის საელჩოში.  პროგრამის მიზანია, სტუდენტებს მიეცეთ მუშაობის შესაძლებლობა საგარეო ურთიერთობების სფეროში, ამერიკულ გარემოში.

Read More

ნიუუნის მხარდაჭერით სტუდენტთა ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

2021 წლის 7 ივნისს გაიმართა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის ერთობლივი სტუდენტთა სამეცნიერო ონლაინ კონფერენცია – ,,თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევები და საფრთხეები“.

Read More

საქართველოს თავდაცვის აკადემიის შეთავაზება კურსდამთავრებულებისა და დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისათვის

მიმდინარე წლის 13 მაისიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსზე მსმენელთა მიღება.

Read More

კორეელი სტუმრის-მილან ლიის საინტერესო ვებინარი

ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის სტუდენტებისა და პერსონალისათვის 2021 წლის 3 ივნისს ჩატარდა ვებინარი, რომელიც მიეძღვნა კორეულ ანბანს და ფასეულობებს. ვებინარს უძღვებოდა კორეული ენისა და დიზაინის სპეციალისტი ახალგაზრდა ქალბატონი ქ. სეულიდან – მილან ლიი.

Read More

გაატარე 50 ზღაპრული დღე იტალიაში

გახდი მოხალისე და გაატარე 50 ზღაპრული დღე იტალიის სამხრეთით! მოკლევადიანი ESC ვაკანსია სამხრეთ იტალიის ქ. ნეაპოლთან ახლოს (25 კმ) სოფელ მასა ლუბრეზეში. მოხალისეობრივი საქმიანობა მოიცავს გარემოსდაცვით საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას, საზღვაო ეკოსისტემისა და ეკოტურიზმის ხელშემწყობ აქტივობებში მონაწილეობას.

Read More

ბრიტანეთის საბჭოს ვებინარები

ბრიტანეთის საბჭო  აწყობს ყოველკვირეულ ცოცხალ ვებინარებს IELTS ექსპერტებთან ერთად. თითოეულ სესიაზე ექსპერტები განიხილავენ სხვადასხვა თემებს IELTS ტესტის ოთხივე ნაწილში, ყურადღებას გაამახვილდებენ კონკრეტულ საკითხებზე, რომლებსაც  IELTS შემმოწმებლები ეძებენ ტესტში. 

Read More