განათლების საერთაშორისო ონლაინ გამოფენა

მიმდინარე წლის 30 აპრილს (შაბათ დღეს), 12:00 სთ-დან – 16:00 სთ-მდე, იმართება განათლების საერთაშორისო ონლაინ გამოფენა.
ყველას ვინც დაინტერესებული ხართ საზღვარგარეთ სწავლით და სტიპენდიებით, გეძლევათ უნიკალური შანსი პირისპირ გაესაუბროთ სხვადასხვა ქვეყნის კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლებს და მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო კითხვებზე.

Read More

სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ!

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2022 წლის გაზაფხულის ნაკადის ფარგლებში ვაკანსიებზე რეგისტრაცია დაიწყება 28 აპრილს 15:00 საათზე და დასრულდება, 9 მაისს 15:00 საათზე.
ვაკანსიაზე რეგისტრაციისთვის სტაჟირების მსურველ პირს გავლილი უნდა ჰქონდეს აქტივაცია (პირადი ანგარიშის შექმნა), სტაჟირების ვებ გვერდის (stajireba.gov.ge) მთავარ გვერდზე არსებული “აქტივაციის“ პანელის დახმარებით. აქტივაცია შესაძლებელი იქნება 28 აპრილს 10 საათიდან.

Read More

სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ!!

HR hub-ის ორგანიზებით, 7 მაისს, ვაკის პარკში, 17:00სთ-დან 20:00სთ–ის ჩათვლით დასაქმების და განათლების მასშტაბური ფესტივალი გაიმართება.
ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 70-მდე კომპანია აქტიური ვაკანსიებით.

Read More

„საქპატენტი“-ს შეთავაზება სტუდენტებს!

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“, დარგით დაინტერესებულ სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, ქართულ ენაზე გაიარონ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO)    აკადემიის დისტანციური სწავლების ზოგადი კურსი „ინტელექტუალური საკუთრების შესახებ (DL-101GE).

Read More

კურსდამთავრებულთა და დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტთა საყურადღებოდ

2022 წლის 19 აპრილს, 13 საათზე შედგება ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნისა და ტუშას (იტალია) უნივერსიტეტის ერთობლივი საინფორმაციო ონლაინ შეხვედრა – ტუშას უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამები 2022. შეხვედრას წარმართავენ
ანგელა ფატორეტი- ტუშას უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობისა და სტუდენტთა მობილობის ოფიცერი; ნანა ციხისთავი – ნიუუნის საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის უფროსი.

Read More

“პლაგიატი და აკადემიური კეთილსინდისიერება”

ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნი ა.წ 14 აპრილს 12:00 საათზე სტუდენტებისათვის გამართავს საინფორმაციო შეხვედრას თემაზე:
“პლაგიატი და აკადემიური კეთილსინდისიერება”
შეხვედრას წარუძღვება ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ზურაბ სანადირაძე.

Read More

სტუდენტური დასაქმების პროგრამა

ახალი ქსელები ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის სტუდენტებს სთავაზობს სტუდენტური დასაქმების პროგრამას.
შეხვედრები ჩატარდება
2022 წლის 7 აპრილს 12:00 საათზე
შეხვედრები ჩატარდება Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.

Read More

ფეჰტას უნივერსიტეტი (გერმანია) – სტიპენდია ნიუუნის სტუდენტებს!

ვეჰტას უნივერსიტეტი (გერმანია), ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის სტუდენტებს, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, გთავაზობთ:
2022-2023 სასწავლო წელი – 1 სტუდენტი
4 (ოთხ) თვიან დაფინანსებას შემოდგომის სემესტრში
მინიმალური მოთხოვნა – გერმანული ენის ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა და მაღალი აკადემიური მოსწრება;

Read More

სტუდენტური დასაქმების პროგრამას ლიზინგის მენეჯერის პოზიციაზე

Auto Home ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის სტუდენტებს სთავაზობს სტუდენტური დასაქმების პროგრამას ლიზინგის მენეჯერის პოზიციაზე
შეხვედრები ჩატარდება:
2022 წლის 6 აპრილს 12:00 საათზე.
შეხვედრები ჩატარდება Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.

Read More