დასაქმების და განათლების მასშტაბური ფესტივალი

HR hub–ის ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით და დასაქმების ახალი უნიკალური პლატფორმის sfero.ge-ის მხარდაჭერით,  3 ივნისს, ვაკის პარკში, 17:00სთ-დან 20:00სთ–ის ჩათვლით დასაქმების და განათლების მასშტაბური ფესტივალი გაიმართება. ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 75-ზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით.

Read More

ვეხტას შემოთავაზება ნიუუნის სტუდენტებისათვის

ვეხტას უნივერსიტეტის ღია კამპუსის კვირეულის ფარგლებში, საერთაშორისო ოფისი  აცნობებს ვეხტას უნივერსიტეტში საერთაშორისო სტუდენტების სწავლის შესაძლებლობებს ონლაინ ღონისძიებაზე 02.06.2022 14:00 საათზე (გერმანიის დროით).  წარმოგიდგენენ  საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს, რომლებიც ფოკუსირებულია მასწავლებელთა განათლებაზე, სოციალურ მომსახურებასა და კულტურულ კვლევებზე.

Read More

საჯარო ლექცია სტუდენტებისათვის

ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნი ა.წ 7 ივნისს 15:00 საათზე სტუდენტებისათვის გამართავს საჯარო ლექციას თემაზე: ,,ფინანსური აღრიცხვა ტურისტულ კომპანიებში’’
შეხვედრას წარუძღვება ეკონომიკის დოქტორი, მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე სერთიფიცირებული აუდიტორი, შპს აუდიტორული ფირმა ,,ერა’’-ს დირექტორი – ეკატერინე გიგოლაშვილი.

Read More

მემორანდუმი სტუმარმასპინძლობის საერთაშორისო ინსტიტუტთან

2022 წლის 18 მაისს ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის, აფილირებული პროფესორი ნოდარ გრძელიშვილის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა სტუმარმასპინძლობის საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენლებთან.

Read More

პროფესორ-მასწავლებელთა კონფერენცია

ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ერთობლივი პროფესორ-მასწავლებელთა კონფერენცია თემაზე:
,,მდგრადი ტურიზმი – ეკონომიკის ხელშემწყობი ფაქტორი“.
კონფერენცია ჩატარდება
2022 წლის 25 ივნისს
ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე.

Read More

სტუდენტთა საყურადღებოდ

დაფინანსება შშმ სტატუსის მქონე და მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის.
თბილისის მერია 18 მაისიდან იწყებს განცხადებების მიღებას თბილისში რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე და მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით.

Read More

სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ

ინგლისური ენის უფასო საერთაშორისო კურსები Practically Speaking English ერთწლიანი პაუზის შემდეგ ისევ ბრუნდება თბილისში!
ქართველ ახალგაზრდებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა გაიღრმავონ თავიანთი ინგლისური ენის უნარ-ჩვევები.
6 ივნისიდან – 10 ივნისის ჩათვლით კურსებს გაუძღვებიან ამერიკიდან ჩამოსული მოხალისე პროფესორები.

Read More

სტუდენტთა საყურადღებოდ

გამოცხადდა სტაჟირება ამერიკის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ოფისში. სტაჟირება რეგიონული უსაფრთხოების ოფისში. საბუთების მიღების დასაწყლისი: 11 მაისი, 2022. საბუთების მიღების დასასრული: 25 მაისი, 2022. აშშ-ის საელჩო შესაძლებლობას აძლევს დაინტერესებულ სტუდენტებს, სტაჟირება გაიარონ და პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ აშშ-ის საელჩოში.

Read More

ღია კონკურსის შედეგები

ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნიში აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგად, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, აკადემიურ თანამდებობებზე არჩეული პირები:

Read More

სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ

გიზიარებთ თიბისი ბანკში მიმდინარე და ღია ვაკანსიებს, როგორც ფილიალის პოზიციებზე, ასევე სათაო ოფისში.
ვაკანსიები იხილეთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე:
დიჯითალ კონსულტანტი;
მომსახურების მენეჯერი;
არაუზრუნველყოფილი პრობლემური აქტივების მართვის მენეჯერი;
განვადების მენეჯერი.

Read More