საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან

ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნის სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ინიციატივით შედგა საინფორმაციო შეხვედრა, რომელზეც განხილული იყო ინფორმაცია სასწავლო კურსის სილაბუსის, სწავლის შედეგების, მათი მიღწევის დონის შეფასების/შეფასების სისტემის, აპელაციის პროცედურების შესახებ.

Read More

ექსკურსია პირველკურსელთათვის მარტყოფის მამათა მონასტერში

ა/წ 25 სექტემბერს, ნიუუნის სტუდენტთა თვითმმართველობის ინიციატივითა და სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელშეწყობით მოეწყო ექსკურსია პირველკურსელთათვის მარტყოფის (ღვთაების) მამათა მონასტერში. სტუდენტებმა მოილოცეს მონასტერი, ხელთუქმნელი ხატის სახელობის ტაძარი და წმინდა ანტონ მარტომყოფელის კოშკი და სვეტი.

Read More

ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნიში სწავლა დაიწყო

გილოცავთ ჩვენს სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებას. გულითადად გისურვებთ წარმატებას!
დიდი წარმატება სწორი არჩევანით იწყება!

Read More

ტორუნში ნიკოლას კოპერნიკის უნივერსიტეტის წარმომადგენელი სტუმრად ნიუუნიში

2022 წლის 10-14 ოქტომბერს  ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნი, ერასმუს + მობილობის  ხელშეკრულების ფარგლებში,  უმასპინძლებს ნიკოლაუს კოპერნიკის უნივერსიტეტის  ტორუნში წარმომადგენელს – ბატონ არანკა იგნასიაკ-შულცს. ბატონი არანკა იგნასიაკ-შულცი, პერსონალის მობილობა სწავლებისათვის ფარგლებში წაიკითხავს ლექციებს თემაზე: თანამედროვე კრიზისების ეკონომიკური და სოციალური შედეგები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

Read More

სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ

თიბისის თბილისის ფილიალი იწვევს ანაზღაურებად სტაჟირებაზე ბიზნეს დაკრედიტების მიმართულებით.
პროგრამის ფარგლებში სტაჟიორები ისწავლიან:
საბანკო პროდუქტებსა და პროცედურებს;
მომსახურების სტანდარტებს;
შეიძენენ გაყიდვების უნარებს და გამოცდილებას;
ფიქსირებული ანაზღაურების გარდა, ექნებათ შესაძლებლობა დამატებით გამოიმუშავონ გაყიდვების საკომისიო (ბონუსი)

Read More

პირველკურსელთა რეგისტრაცია

ძვირფასო პირველკურსელებო, გილოცავთ თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპს – სტუდენტობას! გისურვებთ, რომ ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნიში გატარებული წლები გახდეს თქვენი წარმატებული მომავლის გარანტი. შეგახსენებთ, რომ ადმინისტრაციული რეგისტრაცია დაიწყება მიმდინარე წლის 1 სექტემბერს და გაგრძელდება 9 სექტემბრის ჩათვლით.

Read More