პირველი ეროვნული სამეცნიერო ფორუმი „კოვიდ-19 საქართველოს 2021 წლის რეალობაში“ დასრულდა. ორდღიანი კონფერენცია „მეცნიერების კვირეულის“ ფარგლებში გაიმართა, სადაც მეცნიერებმა, პანელური დიალოგის ფორმატში, კოვიდ-19-ის პანდემია სხვადასხვა სამეცნიერო კონტექსტში განიხილეს, ისაუბრეს გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებსა და სამომავლო გეგმებზე.
Read MoreVTB – ვაკანსია, საინფორმაციო ოფიცერი, თბილისი.
თუ ხარ სტუდენტი ან ახალ კურსდამთავრებული
თუ გაინტერესებს საბანკო სექტორი და გინდა კარიერული განვითარება
თუ ხარ აქტიური და მოგწონს ადამიანების დახმარება
შემოგვიერთდი!
ჩვენ გთავაზობთ:
პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობას;
ბანკის სხვადასხვა პოზიციებზე კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
საინტერესო აღმოჩნდა დასაქმების კვირეულის ბოლო დღე ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის სტუდენტებისათვის. 19 ნოემბერს კვირეულის სტუმარი იყო თამარ ექვთიმიშვილი – Holiday Factory -ის პროდუქტისა და ხარისხის კონტროლის მენეჯერი. შეხვედრის პირველ ნაწილში ყურადრება გამახვილდა შპს „ჰოლიდეი ფაქტორი“-ს საქმიანობის თავისებურებებსა და წარმატების განმაპირობებელ ფაქტორებზე, ხოლო მეორე ნაწილი დაეთმო სტუდენტებისათვის აქტიური ვაკანსიების გაცნობასა და შეთავაზებას.
Read More2021 წლის 25 – 26 ნოემბერს ფლორენციაში ჰიბრიდულ რეჟიმში გაიმართა რომუალდო დელ ბიანკოს ფონდის მოძრაობა ,,ტურიზმი საზღვრების გარეშე“ შემაჯამებელი კონფერენცია. საქართველოდან კონფერენციაზე ონლაინ რეჟიმში წარდგნენ ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის წარმომადგენლები – საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, აფილირებული პროფესორი, ნანა ციხისთავი; პროფესორი მანანა ალადაშვილი;
Read Moreახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად, შემდეგი სწავლის სფეროების შესაბამისად:
საერთაშორისო ურთიერთობები: ასოცირებული პროფესორი – 5 საშტატო ერთეული, ასისტენტი – 1 საშტატო ერთეული
ბიზნესის ადმინისტრირება: ასოცირებული პროფესორი – 3 საშტატო ერთეული
კონკურსის ვადები: საკონკურსო საბუთების მიღება: 27.12.2021 – 30.12.2021;
ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი მიმდინმარე წლის 16 ნოემბრიდან დასაქმების კვირეულს მასპინძლობს. კვირეულის პირველი სტუმარი იყო ბაზისბანკის საცალო გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი ოთარ ბაქრაძე, შეხვედრას შემოუერთდა ქეთევან სილიკაშვილი – ბაზისბანკის HR მიმართულების წარმომადგენელი. ბაზისბანკის წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს ინფორმაცია დასაქმების პირობების, შერჩევის კრიტერიუმების, განაცხადის გაკეთების თავისებურებებისა და საყურადღებო დეტალების თაობაზე,
Read Moreნაზარბაევის უნივერსიტეტი ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნის სტუდენტებს იწვევს კონსულტაციებზე დეტალური პასუხის მისაღებად, უნივერსიტეტში მიღებისა და სწავლის შესახებ. ინდივიდუალური კონსულტაციები ჩატარდება Zoom-ის პლატფორმით, ხანგრძლივობა 20 წუთი. კონსულტაციისას უნივერსიტეტის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები უპასუხებენ დასმულ კითხვებს.
Read Moreესეების კონკურსი ონლაინ მაღაზია ისურვესგან. საქართველოში ყველაზე მსხვილი ონლაინ მაღაზია ისურვე (https://isurve.ge) აცხადებს ესეების კონკურსს სტუდენტებისთვის თემაზე „ონლაინ კომერციის განვითარების პერსპექტივები საქართველოში“. გამარჯვებული ესეს ავტორს კომპანია დაუფინანსებს სწავლის საფასურს ლარის ოდენობით.
Read Moreსტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების ცენტრის ორგანიზებით ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი მართავს დასაქმების კვირეულს.
დასაქმების კვირეულის ფარგლებში ნიუუნის პარტნიორი ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები/წარმომადგენლები ნიუუნის სტუდენტებთან გამართავენ ონლაინ შეხვედრებს, მასტერკლასებს, პრეზენტაციებს ისეთ აქტუალურ საკითხებზე, რაც მათ გაუადვილებს დასაქმებას.
ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტ ლიკა ლორთქიფანიძე-ს ულოცავს გურამ რამიშვილის სახელობის თბილისის N20 საჯარო სკოლაში წარჩინებული სწავლისათვის ოქროს მედლით დაჯილდოებას.გვახარებს, რომ მას დღეს ნიუუნელი ჰქვია.
Read More
კომენტარები