ღია კონკურსის შედეგები

ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნიში, აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული ღია კონკურსის შედეგების მიხედვით, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით და რექტორის ბრძანებით, აკადემიურ თანამდებობებზე აირჩიეს შემდეგი პირები:
ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულება: …
საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება: …

Read More

ახალი სახელმძღვანელო — „საერთაშორისო საჯარო სამართლის გზამკვლევი“

ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის სრული დაფინანსებით გამოიცა ნიუუნის პროფესორის დავით გეფერიძისა და აფილირებული ასისტენტის ქეთევან კვიცარიძის ავტორობით მომზადებული სახელმძღვანელო: „საერთაშორისო საჯარო სამართლის გზამკვლევი“, რომელიც ეძღვნება გამოჩენილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს ლევან ალექსიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს.

Read More

თანამშრომლობის მემორანდუმი

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახალგაზრდა ადვოკატთა კომიტეტსა და „ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუნის“ (Newuni) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი პროექტებისა და აქტივობების განხორციელებაზე, რომელთა მიზანიც სტუდენტთა ინტერესებზე მორგებული თემატური პროგრამების დანერგვაა.
განისაზღვრა თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები:

Read More

კვლევისა და ინოვაციების შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში

2026 წლის 21–22 აპრილს ნიუუნიში გაიმართა ERIC-GE-Erasmus+ პროექტის ფარგლებში ორგანიზებული ადგილობრივი ტრენინგები, რომლებიც განკუთვნილი იყო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის.
პროექტის ძირითადი მიზანია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კვლევითი და ინოვაციური პოტენციალის გაძლიერება, ციფრული რესურსების ეფექტიანი გამოყენებისა და შეფასების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი მეთოდების დანერგვის გზით.

Read More

რუმინელი პროფესორი სტუმრად ნიუუნიში

Erasmus+ მობილობის ინსტიტუციური შეთანხმების ფარგლებში, ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნიში იმყოფება რუმინულ-ამერიკული უნივერსიტეტის (ბუქარესტი, რუმინეთი)   პროფესორი კატრინელ რაკულა დრიდეა.
შედგა შეხვედრა ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის რექტორთან, პროფ. თამარ გარდაფხაძესთან, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსთან, პროფ. ნანა ციხისთავთან და ადმინისტრაციის თანამშრომლებთან.

Read More

სასწავლო ვიზიტი მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტში

გერმანიაში მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტში სასწავლო ვიზიტით იმყოფებიან ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნის რექტორი პროფესორი თამარ გარდაფხაძე, უნივერსიტეტის პროფრსორები და სტუდენტები. შეხვედრაზე რექტორმა დეტალურად ისაუბრა ნიუუნისა და LMU-ს შორის ურთიერთთანამშრომლობაზე. ნიუუნის დელეგაცია ორშაბათს დაბრუნდება საქართველოში.

Read More

ნიუუნი აცხადებს კონკურსს აკადემიური პერსონალისთვის Erasmus+ Programme-ის ფარგლებში

ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი აცხადებს კონკურსს აკადემიური პერსონალისთვის Erasmus+ Programme-ის ფარგლებში, პარტნიორ უნივერსიტეტში — Euro College – PVPU Euro College – Kumanovo, ჩრდილოეთ მაკედონია
 კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს:
ნიუუნის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების აფილირბულ აკადემიურ პერსონალს.

Read More

ნიუუნი აცხადებს კონკურსს აკადემიური პერსონალისთვის Erasmus+ Programme-ის ფარგლებში

ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი აცხადებს კონკურსს აკადემიური პერსონალისთვის Erasmus+ Programme-ის ფარგლებში, პარტნიორ უნივერსიტეტში — University of Vechta (გერმანია), “Staff Training Week 2026”.
 კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს:
ნიუუნის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს.

Read More

ნიუუნი რეგიონის საუკეთესო უნივერსიტეტებს შორისაა

ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი HE Higher Education Ranking – 2026 Edition-ში, 507 მონაწილე უნივერსიტეტიდან, 385-ე პოზიციაზეა. ეს შესანიშნავი შედეგი ასახავს ნიუუნის ურყევ ერთგულებას აკადემიური წარმატებისა და ინოვაციების მიმართ.

Read More

ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად.
საკონკურსო ვაკანსიები:
ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა:…
საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა:… 

Read More