საინტერესოდ დაიწყო 2025-2026 სასწავლო წელი ბიზნესის, სამართლის და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტზე. 9 ოქტომბერს შედგა ტურიზმისა და ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამების სტუდენტების შეხვედრა ააიპ განათლებისა და ტურიზმის ცენტრის წამომადგენელთან, გიორგი ჩინჩალაძესთან, რომელმაც ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე „ტურიზმის ზოგადი მენეჯმენტი“. შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია, ამასთან, სტუდენტებს მიეცათ საშუალება დამატებითი ინფორმაცია მიეღოთ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებსა და ცენტრის საქმიანობასთან დაკავშრებით..